ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლ ,,შემოქმედი”-ს დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, კომპანია ,,სმარტ კაპიტალ ჯგუფი”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი, ფონდ ,,ქართული გალობის” გენერალური დირექტორი ნანა გოთუა, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ. მგალობელ – მომღერალთა ანსამბლი ,,შემოქმედი” 2014 წელს დაარსდა. ანსამბლს ფონდმა ,,ქართული გალობა” საჩუქრად ფულადი პრემია – 20 000 ლარი გადასცა. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved