https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ოზურგეთის საკრებულოს ფორმატია _ ერთი საათი ჩხუბს, 15 წუთი საკითხების კენჭისყრას“

14:48; 9.07.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლანდელი საკრებულო, მალე საარჩევნო ვადის პირველ წელს მიითვლის. ამ ხნის მანძილზე, სხდომების უმეტესი ნაწილი, თითქმის ყველა, ტარდებოდა და ტარდება ჩხუბის, ურთიერთდაპირისპირების, კივილ-წივილის ფონზე. ორი დაპირისპირებული პარტიის _ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები, არაფერს იშურებენ, რომ ერთმანეთს ვალში არ დარჩნენ და გამუდმებით, ყველა სხდომაზე ისმის: “ზონდერებო”, “მკვლელებო”, “გვამების მოყვარულებო”, “პორტირებულო ნაცებო”, “ბორინკას მონებო”, “მიშას შნირებო”, “ბიუჯეტის ქურდებო”, “დორბლი მოიწმინდე”, “არაკაცი ჩამშვები ხარ”, “ხიხოს კაცუნები”, “მიშას შმაცუნები”… არაერთხელ ცხარე კამათი  ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდის.

ასეთი სამარცხვინო ორომტრიალის კულმინაცია იყო 6 ივლისის საკრებულოს მორიგი სხდომაც, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას პირველივე მიმართვაზე, ვისაც აზრის გამოთქმა სურდა, საკითხების განხილვის დაწყებამდე ეთქვა, სასწრაფოდ წამოდგა “ნაციონალი” დეპუტატი დავით მჟავანაძე.

მან დაიწყო საუბარი 29 ივნისს მომხდარი დაპირისპირების თაობაზე (როგორც ცნობილია, იმ დღეს, ოზურგეთში, ხატია დეკანოიძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, რა დროსაც იქ მივიდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და მოხდა, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. ავტ.)

_ მინდა 29 ივნისის შეხვედრას შევეხო. მოსახლეობასთან შეხვედრას ვატარებდით, ბორენკა ივანიშვილის გაღიზიანებულმა მონებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჩაეშალათ ეს ღონისძიება, _ ყვირილით დაიწყო მჟავანაძემ და დავით დარჩიას საკმაოდ შეურაცხმყოფელად მიმართა: “რატომ დაუშვით საკრებულოს ასე გაბანძება და აქციეთ ბორენკას შნირებად?!”

მჟავანაძეს კორექტულობისკენ მოუწოდა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით ჭაკნელიძემ.

_ რა კორექტულობა? რა გინდოდათ, რომ მოცვივდით იმ შეხვედრაზე? ვხვდებოდით მოსახლეობას, ვინმე რაიმეს აშავებდა? რა გინდოდათ, ბიჭო, რა გინდოდათ? _ ყვიროდა “ნაციონალი” დეპუტატი გოჩა შარაშენიძე.

მას კვლავ, ამჯერად ხმამაღლა დაუპირისპირდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატები და დაიწყო ჩხუბი, ყვირილი, ურთიერთშეურაცხმყოფელი ეპითეტები, საბოლოოდ კი სიტყვებიც აღარ ისმოდა, ისე ლანძღავდნენ ერთმანეთს. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ ორივე მხარეს სურდა, მხოლოდ ეყვირა და ერთმანეთისთვის არაფერი შეერჩინა. ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების მცდელობასაც.

საბოლოოდ, როცა “ნაციონალებმა” განაცხადეს, სხდომას პროტესტის ნიშნად ვტოვებთო და დარბაზიდან გავიდნენ, დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი, საკრებულომ რამდენიმე წუთში განიხილა.

საკრებულოს წევრმა, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა ალეკო ბურჭულაძემ საკრებულოს თხოვნით მიმართა, მოვისმინე ყველაფერი, პატივი ვცეთ ერთმანეთს როგორმე და გადავერთოთ და ასეთი დაპირისპირება უნდა შეწყდეს, საქმეზე ვიფიქროთო.

_ მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო ქალაქის, მოსახლეობის წინაშე. შეგვიძლია, ნამდვილად სასარგებლო საქმე ვაკეთოთ, ხალხი გვიყურებს. როგორმე შევქმნათ განსხვავებული ფორმატი, _ თქვა მან და აღნიშნა, რომ ისე ჩანს, წინასწარ გაწერილი ხმაურია _ ერთი საათი ჩხუბს სჭირდება და 15-იოდე წუთი საკითხების განხილვასო.

ალეკო ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა “გურია ნიუსთან” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ეს მდგომარეობა არ შეიცვალა, თუ ეს დაპირისპირება ისევ გაგრძელდა, რაც უკვე კულმინაციას აღწევს ადგილობრივ დონეზეც კი, არანაირი პრობლემა არ გადაიჭრება, რაც ხალხს აწუხებს. მით უფრო, როცა უამრავი სოციალური საკითხია მოსაგვარებელი, წუთი არაა დასაკარგი და დრო უაზროდ იფლანგება მუდმივ ჩხუბსა და დაპირისპირებაში:

_ 6 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს საათზე მეტი დასჭირდათ იმის გასარკვევად, ვინ იყო უფრო დამნაშავე, ვინ იყო ზონდერი; ვინ რომელი პარტიიდან გადავიდა სად და რომელი პარტიიდან აიღო ბოლო ხელფასი და ფაქტობრივად, 15 წუთი დასჭირდა ორ საკითხზე კენჭისყრას. სამწუხაროდ, ეს უკვე ტრადიციად იქცა.

როგორც წესი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად დეპუტატების ერთობლივი თანამშრომლობა სჭირდებათ. თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ ერთიანობას, ის მაინც უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ მინიმუმ, გვაქვს კომპრომისზე წასვლის უნარი ჩვენი ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. საკრებულოს ხელთ არსებული ყველა რესურსი და დრო უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ კონფრონტაციიდან მუნიციპალიტეტის პრობლემების გადაჭრაზე გადავიდეს, _ განაცხადა ბურჭულაძემ.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა, ხათუნა ცერცვაძემ ისიც განაცხადა, რომ სხდომაზე, ასეთ ჩხუბსა და ორომტრიალში, ამიერიდან არ გამოცხადდება,.

_ მოვალ მაშინ, როცა ხალხის პრობლემების განხილვა იქნება და საქმეზე ვისაუბრებთ… თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, _ თქვა ცერცვაძემ.

ამის შემდეგ, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მარი ჩხიკვიშვილმა სიტყვით გამოსვლა ითხოვა:

“დღეს, ძალიან რთულ გარემოში გვიწევს მუშაობა. “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციული ქმედებებით ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში იყოს ქაოსი, ომი და არეულობა. ამ პარტიის ოზურგეთის წარმომადგენლები კი, საკრებულოს ყველა სხდომაზე ცდილობენ, ხელი შეუშალონ კონსტრუქციულ მუშაობას, შეაფერხონ საკრებულოს საქმიანობა, მუნიციპალიტეტის წინსვლა და განვითარება. თუმცა, ეს არ გამოუვათ!

ჩვენს გუნდის ერთი მიზანი აქვს _ საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. შევასრულოთ პირობები და გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ამას ადასტურებს ფაქტები _ სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ჩვენმა გუნდმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ვიზალიბერალიზაციას და ჩვენი გუნდის ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს ურყევი ნებაა ევროპული მომავალი.

მეორე მხარეს კი, დგას ანტიევროპული, პრორუსული ძალა “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის ქვეყნის მართვის გამოცდილება არის დაფუძნებული ძალადობაზე. მათი ხელისუფლების პირობებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები _ თავისუფლება, სიცოცხლის უფლება იყო დარღვეული.

ყველას კარგად ახსოვს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2011 წელს მხარი დაუჭირა ოკუპანტი რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი ოკუპანტ რუსეთთან.

რუსეთთან ომის შემდეგ მათ შემოიღეს უვიზო მიმოსვლა ოკუპანტთან. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა “ნაციონალურ მოძრაობას” ეკისრება, რომელიც ევროკავშირის დროშას ამოფარებული აკეთებს რუსეთის საქმეს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ისინი არიან ქვეყნის მტრები, რომელთა მიზანია ქვეყანა ჩაითრიონ ომში.

აგონიაში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” სახე არის მეგის ქარდავა, რომელიც სისხლიან რეჟიმს წარმოადგენდა და დღეს აპელირებს ძალადობაზე _ ეს მისგან ქართველი ხალხის დაცინვაა! ქარდავას კისერზეა ძალიან მძიმე სისხლის სამართლის საქმეები, კერძოდ: მსჯავრდებულია ე. წ. “ციხის ბუნტის” საქმეზე, მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), მსჯავრდებულია ე. წ “კასრების” საქმეზე, მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე.

“ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც ეკლესიებს ანგრევდა. გაიხსენეთ, რა მოხდა გლდანში, ხელვაჩაურში. მათ არ აქვთ მორალური უფლება, ისაუბრონ ეკლესიაზე. ისინი წარმოადგენენ ბოროტ ძალას _ პატიმრებს აწამებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ, მოსახლეობას არბევდნენ, ბიზნესს ართმევდნენ და ადამიანებს ხმის ამოღების უფლებას არ აძლევდნენ, ტოტალური შიშის ქვეშ ამყოფებდნენ მოსახლეობას. დიახ, ისინი წარმოადგენენ ზონდერების პარტიას და ტყუილად ცდილობენ, ეს იარლიყი სხვას მიაბან _ ვერ გაექცევიან ამ პასუხისმგებლობას.

დიახ, თქვენ, პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ხართ მილევად რეჟიმში. ამიტომაც მსგავსი დესტრუქციული მეთოდებით ცდილობთ, ისევ აქტუალურები დარჩეთ. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს აკეთებს. თქვენ მოსახლეობამ არჩევნების გზით გითხრათ უარი და შეეგუეთ ამ რეალობას,” _ თქვა მარი ჩხიკვიშვილმა.

ჩხუბის, ურთიერთბრალდების თუ შეგონებების შემდეგ, რასაც ერთი საათი დასჭირდა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე, 15 წუთის განმავლობაში იმსჯელეს. დადგენილების _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის (ორგ. კოდი 07 01 03) გახორციელების შესახებ”, ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა.

მან თქვა, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტი ითვალისწინებს საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებული დადგენილების გაუქმებას და ახალი სამართლებრივი აქტის მიღებას, რაშიც მხოლოდ ტექნიკური ცვლილებებია შეტანილი.

_ დადგენილების მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული/თვითდასაქმებული ოჯახების (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები) მხარდაჭერა, იმ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, რომელთა მიმდინარე/სამომავლო საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი წარმოების ზრდის, აგროტურისტული პოტენციალის განვითარების, საოჯახო მეურნეობის გაფართოების და პოპულარიზაციისკენ; ადგილობრივ დონეზე თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის, სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, სოციალური ინკლუზიისა და დასაქმების ხელშეწყობა, _ თქვა ღურჯუმელიძემ.

აღნიშნულ დადგენილებასთან ერთად, საკრებულომ, ასევე, მიიღო დღის წესრიგით გათვალისწინებული განკარგულება “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 384 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ”.

სხდომის შემდეგ “გურია ნიუსთან” ისაუბრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ოზურგეთის საკრებულოში ბესო ქათამაძემ:

“ჩხიკვიშვილს სინდისი რომ აწუხებდეს და გააჩნდეს, მართლა უნდა შერცხვენოდა, დავითაშვილის ფოტოს ხელში აღება და საკრებულოზე აფრიალება, რადგან ზუსტად იმ დროს, როცა კობა დავითაშვილს, სამწუხაროდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მარიკა და მისი ოჯახი “ნაციონალური” ხელისუფლების მეხოტბეები იყვნენ.

რაც შეეხება რუსული “გრუს” და “კაგებეს” ნარატივს, თითქოს ჩვენ ომი გვინდა, ესაა ყველა ამაზრზენი ცილისწამება, რაც “ოცნების” ბინძურ, რუსულ ტვინებში მოიხარშა.

ეს ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც რეგიონში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინას შორის და რომელთან მიმართებითაც “ოცნებამ” პუტინის რუსეთის მხარდაჭერა დაიწყო. ამას ვამბობ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც დადასტურებულია საბაჟო დოკუმენტაციით, სადაც ნათლად ჩანს, როგორ გადასცა ჩვენმა ხელისუფლებამ ამერიკული რადიოკავშირის “მოტოროლას” რაციები რუსეთს, რასთან დაკავშირებითაც ამერიკულ მხარეს აქვს კითხვები.

სამარცხვინო ბრალდებების და რუსული ნარატივის გაჟღერებით _ “ომი გინდათ”, თრგუნავენ მოსახლეობას, ყველა თავის უკუღმართობას და უმოქმედობას ოპოზიციას გვაბრალებენ. ამიტომაც, მე ვფიქრობ, ისინი სამარცხვინოდ დაასრულებენ თავიანთ რუსულ მმართველობას”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ბესო ქათამაძემ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ალეკო ბურჭულაძეგოჩა შარაშენიძედავით მჟავანაძეხათუნა ცერცვაძე
გაზიარება12Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

„ძალზედ ბევრი მაქვს სათქმელი“ – გივი თარგამაძე

13:17; 5 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4 თებერვალი, 2026

რუსების შეტევა რამდენიმე მიმართულებით შევაჩერეთ - უკრაინის გენშტაბი

CNN - აშშ უკრაინაში 4 HIMARS-სა და 1000  155 მმ-იან ჭურვს გაგზავნის

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორ უნდა მოიქცეთ ჯარიმების გამო ანგარიშების დაყადაღების შემთხვევაში

22:00; 5.02.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

21:47; 5.02.2026
საზოგადოება

რამდენმა მოსწავლემ მიატოვა სწავლა გურიაში

20:50; 5.02.2026
საზოგადოება

“პროდუქტის ფასის პრობლემა პირდაპირ კავშირშია ქსელური და ტრადიციული ობიექტების ურთიერთობასთან”

20:48; 5.02.2026
საზოგადოება

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის პრობლემები ლანჩხუთში

20:46; 5.02.2026
ზაფრანი

წარმატების ჰოროსკოპი

19:27; 5.02.2026
ზაფრანი

„უფულობის სენი“

19:19; 5.02.2026
ზაფრანი

ვინ იტყუება „ჭკვიანურად“

19:12; 5.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსეთს ეკონომიკურ ზიანს ვერ მოუტანდა თეორიული სანქციები, საქართველოსთვის კი ექნებოდა სერიოზული ეფექტი

18:44; 5.02.2026
სამართალი

კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

18:29; 5.02.2026
პოლიტიკა

“უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც ამას უზრუნველყოფს”- კობახიძე

18:08; 5.02.2026
ფინანსები

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით – საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

18:00; 5.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის მაგისტრალზე

17:55; 5.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: საქართველო გვინდა, გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი

17:48; 5.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:43; 5.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო