ოზურგეთის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელიც წესისამებრ, თვის დასაწყისში უნდა ჩატარებულიყო, თვის ბოლოსთვის გადაიდო და 28 თებერვალს ჩატარდება.
როგორც საკრებულოს აპარატში გვითხრეს, ეს მოხდა კოვიდინფექციის აქტიურად გავრცელების გამო.
_ბევრს დაუდასტურადა, როგორც საკრებულოში, ისე მერიაში. ამიტომ გადაიდო, _ გვითხრეს საკრებულოს პრესსამსახურში.
„გურია ნიუსის“ კითხვაზე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოხდება თუ არა მომავალ სხდომაზე ოზურგეთის საკრებულოში ახალი წევრის, ნანა ქარჩავას შესვლა, გასული წევრის ნაცვლად (საკრებულოს წევრი ნათია გოლიაძე ოზურგეთის მერის მოადგილედ დაინიშნა), პრესსამსახურში ასეთი პასუხი გაგვცეს:
_ქალი საკრებულოს წევრი გავიდა და აუცილებლად უნდა შემოვიდეს ქალი. უფრო დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ვინ არის სიაში. უფლებამოსილების ცნობა მოხდება საკრებულოს სხდომაზე _ გვითხრეს პრესსამსახურში.
[sexy_author_bio]