დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკითხების განხილვამდე, მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ პოლიტიკური განცხადება გააკეთა.
_ პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო 29 აპრილის საერთო სახალხო შეკრებას, რუსთაველზე ერთ მუშტად შეკრული იდგა მშვიდობის მხარდასაჭერად ჩვენი ხალხი. ის ძლიერი მუხტი იყო დიდი სულისკვეთება, რაც მთელ ქვეყანაში ტრიალებდა. ეს ჩვენს ქვეყანას გაჰყვება სულ და მიიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც გვაქვს მიზნად დასახული.
ვინც ვერ შეძლო წამოსვლა და გულშემატკივრობდა, ის ადამიანები საბოლოოდ იტყვიან თავიანთ სათქმელს ოქტომბრის არჩევნებზე და აუცილებლად მოიპოვებს სიმშვიდეს ეს ქვეყანა, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ავტორი