ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა სიტყვა ითხოვა. მას ხელში ფუთა ეჭირა.
ხომერიკმა საკრებულოს თავმჯდომარეს თხოვა, რომ მცირედი საჩუქარი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისთვის და ფუთიდან პატარა სათამაშო ტანკები ამოიღო და ნაციონალ დეპუტატებს წინ დაუწყო:
_ ეს მელია კუდაგრძელიას, ეს შენ- უთხრა მან დავით მჟავანაძეს და აღნიშნა: _ თქვენ მხოლოდ ერთმანეთში ომი გეხერხებათ და ითამაშეთო.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ხარხარი დაიწყეს.
ამ წუთებში ურთიერთნიშნის მომგები საუბარი მიმდინარეობს, რაც ღლაბუცს უფრო ჰგავს.