ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მიმდინარე სხდომაზე მოადგილეები დაასახელა.
პირველ მოადგილედ დაინიშა დავით კიკვაძე. მანამდე ის მერის წარმომადგენელი იყო დაბა ნასაკირალში. მოადგილეებად დაინიშნენ ასევე პაატა კიღურაძე და ტარიელ აროშიძე. ტარიელ აროშიძე აქამდეც იყო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო პაატა კიღურაძე იყო საკრებულოს წევრი და ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.

































































