ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დაამტკიცეს განკარგულების პროექტი: ,, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ, მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
როგორც ცნობილა, ამ ხარჯს, პირობითად დეპუტატის ხელფასსაც ეძახიან.
_საკრებულოს აპარტის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, მომსახურების ხარჯი თვეში 935 ლარით განისაზღვრა. თანხა, წინა წელთან შედარებით, 85 ლარით არის გაზრდილი.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ეს განკარგულება ძალაში შევა 2025 წლის იანვრიდან.
ავტორი