24 სექტემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა.
ეს ასევე არის ბოლო მოწვევის (2021-2025) საკრებულოს ბოლო სხდომა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი, სხდომის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გააცნო.
საქართველოს რეგიონებში გასახორციელბელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე, სკრებულოს წევრმა ბექა თოიძემ ისაუბრა.
მან თქვა, რომ ეს არის ლიხაურის თემში, სოფელ ნიაბაურის და აჭის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. გზის სიგრძე 1898 მეტრია და ობიექტის ღირებულება შეადგენს 1 მილიონ 01686400 ლარს.
რვა საკითხი ქუჩების სახელდებას ეხებოდა. შენიშვნა საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ლავრენტი ბიგვავას ქონდა. მან თქვა, რომ სახელდებას შინაარსობრივად ბმა უნდა ჰქონდეს ადგილმდებარეობასთან. მაგალითად კი მოიყვანა ურეკში შემოქმედის ქუჩის სახლდების შესახებ.
_ოზურგეთი მთლიანად შემოქმედის ეპარქიაა და კონკრეტულად სახელის და ადგილის ერთმანეთთან ბმა უნდა ჩანდეს _ თქვა მან.
ლავრენტი ბიგვავამ ასევე ისაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
_ესტაფეტას გადავცემ ახალ საკრებულოს, რომელშიც იქნებით თქვენც და ასევე იქნება ახალი წვრები. რატქმა უნდა, ის გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას. ეს არის წესი და ეს არის ლოგიკა, _ თქვა ლავრენტი ბიგვავამ, რომელიც ახალი მოწვევის საკრებულოს წევრთასიაში არ ფიგურირებს.
ბატონი ლავრენტი კოლეგებმა ტაშით გააცილეს.
ავტორი

































































