ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალმა თათია ნიკოლაშვილმა დასვა საკითხი რაგბის მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც მისივე თქმით, 5 წელია ჭიანურდება.
“ქართული ოცნებიდან” საკრებულოს თამვჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ბიგვავამ გასცა პასუხი რომ ყველაფერი გაკეთდება, მაგრამ სტადიონის აშენება არ მოხდება, თუ არ მოხდა განფასება.
ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და გაგრძელდა ჩხუბი.
ამჟამად ერთმანეთს მიმართავენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით.
ნაციონალმა შაკო თავდიშვილმა გიორგი ღურჯუმელიძეს მიმართა რომ თქვენ ხართ “მონის მონები”.
“ჯერ იყავი კოტე შარაშენიძის მონა, ახლა თალაკვაძის მონა ხარ”,_ მიმართა მან ღურჯუმელიძეს.
ღურჯუმელიძემ თავდიშვილი უპასუხოდ არ დატოვა.
შემდეგ ჩხუბში ნაციონალი რაინდი დუმბაძე ჩაერთო.
ჩხუბი უმეტესად ურთიერთელაპარაკებით მიმდინარეობს.
ავტორი