ოზურგეთის სამხატვრო სკოლაში 13 წლის მხატვრის იოანე ტიკარაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო.

„სიამაყით ვუმასპინძლეთ ჩვენი ნიჭიერი მოსწავლის, 13 წლის იოანე ტიკარაძის პერსონალურ გამოფენას. იოანეს ნამუშევრები სავსეა საოცარი ფანტაზიით, უსაზღვრო ემოციითა და ფერთა თამაშით.“ – აღინიშნა გამოფენის დროს.

გამოფენის დროს მისმა უნიკალურმა ხელწერამ და აბსტრაქტულმა ხედვამ ყველა დამთვალიერებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.
მოწვეულმა სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს იოანეს შემოქმედებას, აღფრთოვანება გამოხატეს მისი ნიჭით და მხარდაჭერა აღუთქვეს მომავალ საქმიანობაში. პედაგოგებმა კი ნამუშევრები პროფესიონალურ დონეზე შეაფასეს და მის დიდ შემოქმედებით მომავალს გაუსვეს ხაზი.

































































