დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში “,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დათო მჟავანაძის და ამავე პარტიის წევრის რაინდი დუმბაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით რაინდი დუმბაძეს 50 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დავით მჟავანაძეს მიმართ კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.
როგორც ცნობილია ოპოზიციას ოზურგეთის მერიამ მშვიდობიანი აქცია პერფორმანსის გამო უჩივლა, რომელიც მათ გასულ კვირას გამართეს და ქალაქში სტიკერები გააკრეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერების თქმით მათ ერთგვარი საინფორმაციო კამპანია გამართეს და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს 11 მილიონიანი გრანტის თაობაზე, რომელსაც ოზურგეთმა ევროკავშირისგან მიიღო, მათივე თქმით ხელისუფლება ამას მოსახლეობას შეგნებულად უმალავს და მმართველი პარტიის მხარდამჭერები მადლობას ოზურეგთის მერსა და პრემიერ- მინისტრს უხდიან.
დავით მჟავანაძე და რაინდი დუმბაძე ორივე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებია.
ორივე მათგანი გეგმავს სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.
ამავე თემაზე: ოზურგეთის ბიუჯეტი 57 მილიონ ლარამდე იზრდება_ „მადლობა ევროკავშირს“
ავტორი