ოზურგეთის ა(ა)იპ მომსახურების სერვისცენტრში ახლახან ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გათავისუფლებულები გამოთქვამენ უკმაყოფილებას და ზოგი აპირებს სასამართლოს მიმართოს.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის სერვისცენტრის დირექტორს, გია ანთაძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ მოხდა თანამშრომელთა გათავისუფლება:
_ჩვენთან მართლაც გათავისუფლდა ოთხი თანამშრომელი, თუმცა, ეს გამოწვეულია რეორგანიზაციის გამო. ბილინგის განყოფილებაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიები. კერძოდ, გადასახადის შეტყობინება მოხდება ელექტრონული მეთოდით, ესმ-ს შეტყობინებით. მიზეზი ამისა არის ის, რომ ხშირად არ ხდებოდა ამოღებული გადასახადის და ხარჯის თანხვედრა. აუდიტის სამსახური ხშირად გვაძლევდა შენიშვნას. ამიტომ ახლა ცოცხალი ძალა ჩაანაცვლა თანამედროვე ტექნოლოგიამ. გათავისუფლებულებს რაც შეეხება, ყველა მიიღებს კომპენსაციას, _ გვითხრა გია ანთაძემ.
მან ასევე გვითხრა, რომ დასუფთავების მოსაკრებელი, ამიერიდან დაწესებულია სოფლებშიც და ადგილობრივ მცხოვრებლებს ამის შესახებ სმს შეტყობინების საშუალებით ეცნობებათ.
ავტორი