ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.
ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეული – გიორგი ქათამიძე; ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეული – მიხეილ ცქვიტიშვილი; სილაურის ადმინისტრაციულ ერთეული – გიზო გოგუაძე; ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეული – ირაკლი ჩავლეშვილი.
“თითოეულ კანდიდატთან განვიხილე, რა იქნება მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები: ყოველდღიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, პრობლემების დროული მოგვარება და სოფლებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე აქტიური მუშაობა.“– თქვა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
[sexy_author_bio]