ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალე მაყურებელი ახალ სპექტაკლს „ქრისტინე“-ს იხილავს.
„რეჟისორ მარიამ სიხარულიძეს ნინოშვილის კლასიკური ტექსტი თანამედროვე ხედვით ახალ თეატრალურ სივრცეში გადააქვს. წარმოდგენა აღარ არის მხოლოდ ერთი ქალის ტრაგიკული ისტორია — იგი ქვეყნის სახედ გარდაიქმნება, უცხოეთში „შოუქეისზე“ გადის, რომელიც ტრეფიკინგის, მოტყუებისა და იდენტობის გაყიდვის სივრცედ გვევლინება“– აღნიშნულია თეატრის გავრცელებულ ინფორმაციაში.






































































