ოზურგეთის ყოფილი მერი, ბეგლარ სიორიძე უარყოფს სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვების შემთხვევაში, თითქოს, ვიცე მერის პოზიციას დაიკავებს:
“ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი. უფრო მეტიც _ აზრადაც კი არ მომსვლია ვიცე–მერობა და ახალი მერის საქმიანობაში ჩარევა.
მოგეხსენებათ, 2017 წლიდან კვლავ დავბრუნდი ბიზნესში და ჩემს ოჯახთან ერთად არა ერთი საინტერესო პროექტი გავახორციელეთ ოზურგეთში.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ აქედანაც კარგად ვახერხებ სიკეთის კეთებას ჩემი საყვარელი ქალაქისთვის, ავთანდილ თალაკვაძე კი, რა თქმა უნდა, დამაჯერებლად გაიმარჯვებს; მჯერა კვალიფიციურ გუნდსაც შეკრებს და წარმატებული იქნება.
აშკარაა, რომ მას ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ოზურგეთს სხვა პროგრესული, ახალი თაობის ლიდერი სჭირდება და ავთო სწორედ ასეთია“, _ აღნიშნავს ბეგი სიორიძე.