14 ოქტომბერს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა კონცერტი გამართა.
სახელოვნებო შესრულების მაღალი კლასით, ქართული, ხალხური ფოლკლორის სიღრმიდან მომდინარე უკვდავი სულის უდიდესი სრულყოფილების წარმოჩენით, ოზურგეთელმა მაყურებელმა უსაზღვრო ემოცია გამოხატა.
კონცერტის დასასრულს სცენაზე ანსამბლის ხელმძღვანელები, შერმადინ და ეკა ჭკუასელები მაყურებლის წინაშე წარდგნენ.
_განსაკუთრებით მოგვენატრა პოზიტივი. პანდემიის გამო, დიდი ხანია, მოწყენილი და დაშორიშორებული ვართ. რეგულაციები კარგად უნდა იქნეს დაცული და უნდა ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები, – გვითხრა ოზურგეთელმა ექიმმა გია სიხარულიძემ.
[sexy_author_bio]