კოვიდმა კიდევ ერთხელ სასტიკად მოიქნია კუდი, კიდევ ერთი გაზაფხულივით ქალბატონი წაართვა ოზურგეთს, ღირსეულ ოჯახს, სამეგობროს, სრულიად საზოგადოებას!
წუხელ, გვიან ღამით გავრცელდა ეს თავზარდამცემი ამბავი _ მარინა დათუნაშვილი გარდაიცვალა!
სოციალურ ქსელში ბევრი უახლოესი მეგობარი, საზოგადოების წევრები გამოთქვმენ გულწრფელ ტკივილსა და წუხილს…
„ჩვენი მარინა აღარ გვყავს, ჩვენი ლამაზი მეგობარი“, „გაზაფხულზე დაგვემშვიდობა, გაზაფხულივით ქალბატონი“… „რა ვუთხრათ, ოჯახს?“
ძნელია, ასეთ დროს თუნდაც სამძიმარი უთხრა ღირსეულ შვილებს, მეუღლეს, ოზურგეთელ კოლორიტს, მრავალი თაობის აღმზრდელ, გია ხაჭაპურიძეს!
ვტირით, ვწუხვართ, თანაგიგრძნობთ!
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ქალბატონს, რომლის, თუნდაც დანახვა, შეხვედრა გულის გულამდე უხაროდა თითოეულ ოზურგეთელს _ ის ხომ სითბოსა და ულევი პიზიტივის სტიმულატორი იყო!
„ჩვენი მარინა გაზაფხულზე დაგვემშვიდობა“…
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული ქალბატონის გარდაცვალების გამო და გულისტკივილით თანაუგრძნობს ბატონ გიას, ოჯახს, საახლობლოს, მთლიანად ოზურგეთს.
ავტორი