ოზურგეთში 17 წლის ბიჭი დაჭრეს, ფაქტი გუშინ მოხდა. მოზარდი თავდაპირველად, ოზურგეთში, მედალფას კლინიკაში მიიყვანეს.
მედალფას“ დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, პაციენტს გაეწია საჭირო სამედიცინო დახმარება და შემდგომი მკურნალობისთვის ქუთაისში გადაიყვანეს.
ამ წუთებში, მოზარდს საერთაშორისო მედიცინის ცენტრში საოპერაციოდ ამზადებენ. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა კისრის არეში აქვს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“გურია ნიუსი” დეტალებს შსს-ში არკვევს.