2024 წლიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 8 ახალი ავტობუსი გამოჩნდება. ამის შესახებ „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა.
მისივე თქმით, ახალი ავტობუსების ჩამოყვანა 2023 წლის დეკემბრის ბოლოს იგეგმება.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, რომელ სოფლებში ივლის ახალი ავტობუსები.
გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია უახლოს დღეებში გაავრცელებს.
“მერიამ, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკვე შეიძინა 8 ახალი ავტობუსი. კონტრაქტის მიხედვით მოწოდება მოხდება არაუგვიანეს 2024 წლის თებერვლისა, თუმცა, არ გამოვრიცხავთ ავტობუსები ჩამოვიდეს მიმდინარე წლის ბოლომდეც”, _ გვითხრა გიორგი ღურჯუმელიძემ.
ავტორი