“გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთში 80 წელს გადაცილებული ქალი ხიდიდან გადავარდა. დამხრჩვალი ქალის ცხედარი ამ დილას იპოვეს.
ჩვენი ინფორმაციით, ის ბათუმის ქუჩის მცხოვრებია. საუბრობენ თვითმკვლელობის ვერსიაზეც.
თუმცა ადგილობრივების თქმით, ქალს ფეხი დაუცდა და გადავარდა მდინარე ნატანებში. შემთხვევამდე კი ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდა. ის სახლიდან იყო გასული და არ დაბრუნებულა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “გურია ნიუსს” განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ავტორი