„გურია ნიუსის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურიდან დაუკავშირდნენ.
სამი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 88 წლის მამაკაცს, ლარგო ვასაძეს ეძებენ.
„ყველანი ჩართულია ბაბუაჩემის ძებნის სამუშაოებში. სამი დღის წინ მაყვალის მოსაკრეფად გავიდა და მას შემდეგ ვეძებთ. ჩართულია გურიის სამაშველო სამსახური, პოლიცია და თითქმის მთელი სოფელი. თუ ვინმეს გეცნო ეს ადამიანი, რომელიც ფოტოზეა აუცილებლად დაგვიკავშირდით, ტელეფონის ნომერზე:
592101274“- აღნიშნა ლავრო ვასაძის შვილიშვილმა მარიკა ვასაძემ.



































































