ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, (რომლის ფინანსური რაოდენობა ერთი მილიონი ევროა) გურიის სამივე მუნიციპალიტეტში – ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მმართველი საბჭოს წევრებს ირჩევენ.
ტერმინი ლაგი (LAG) ევროკავშირში იმ ადამიანთა ერთობლიობას ნიშნავს, რომლებიც საკუთარი რეგიონის განვითარებაზე ზრუნავენ.
ოზურგეთს მუნიციპალიტეტის საჭიროებების ძირითადი მიმართულებები, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებაა.
ოზურგეთის ლაგში 300 ადამიანია გაერთიანებული.
31 ივლისს ოზურგეთში, ტექნოპარკის სხდომათა დარბაზში ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრების არჩევნები ჩატარდა.
ხმის მიცემის პროცედურა ბიულეტენში მოცემული კანდიდატთა სამი ჯგუფის (ქალები, საბიუჯეტო ორგანიზაციები, სხვა კანდიდატები) შემადგენლობიდან მოხდა, შემდეგი რაოდენობით:
ქალთა კვოტა არანაკლებ ხუთი წევრისა, საბიუჯეტო ორგნიზაციებიდან არანაკლებ ორი წევრისა და საჯარო სექტორიდან არაუმეტეს ხუთი წევრისა.
საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იყო პროექტის „მწვანე გურია“ განმახორციელებელი ორგანიზაციებისგნ.
არჩევნებს საბჭოს წევრობის 28 კანდიდატი დაესწრო. მათ ისაუბრეს თავიანთ ხედვაზე, წარმოადგინეს საკუთარი თვალსაზრისი პროექტის გახორციელების ირგვლივ.
შემდეგ კი ჩატარდა არჩევნები.
ოზურგეთის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) მმართველი საბჭოს წევრები გახდნენ, ქალთა კვოტით: სოფიო ვასაძე, მაია ჩავლეშვილი,ლია მეგრელაძე, ნანა გოგუაძე; საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან: თამარ კვირკველია, გიორგი დარჩია; სხვა დანარჩენიდან: გიორგი ასათიანი, კოკა კიღურაძე, დავით თენიეშვილი, დავით ასათიანი, გიორგი მეხუზლა.
ხოლო საჯარო სექტორიდან LAG-ის წევრები გახდნენ: გიორგი ღურჯუმელიძე, მარიკა ჩხიკვიშვილი, ნანა მელაშვილი, გიორგი ხიდიბეგიშვილი, ლანა ქავთარაძე (ლანა ქავთარაძე აირჩა მეორე ტურით);
პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხადაჭერით უნდა გახორციელდეს გურიაში, აქამდე არსებულთაგან ყველაზე მასშტაბურია და სერიოზულ მუშაობას და თვალის მიდევნებას საჭიროებს, როგორც ლაგის საბჭოს წევრებისგან, ისე სრულიად საზოგადოების მხრიდან.
ავტორი