| ქალაქ ოზურგეთში გაიხსნა ახალი ნეიროგანვითარების, მრავალპროფილური ცენტრი ,,ნაბიჯი სინათლისკენ”- განვითარების აკადემია Steb Towaed the Light”-Development Academy.
ორგანიზაცია დაარსდა ერთ თვეზე მეტია და დღემდე მუშაობდა, როგორც ტიპური, ასევე ატიპური განვითარების ბავშვებთან განსაკუთრებული გეგმით და საჭიროებებზე მორგებული პროგრამებით ონლაინ სივრცეში.ასევე მშობლებთან ონლაინტრენინგებით.
ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ნანა მეხუზლა თავის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეს მისთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან საპასუხისმგებლო საქმე, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალს, ბავშვებს ეხება. „ცენტრის მთავარი ღირებულებაა, სლოგანში გაერთიანებული იდეების ხორცშესხმა.
,,იმედი, მიღება, განვითარება” არის ის, რაც აერთიანებს თითოეული ბავშვის პატივისცემის,ფუნქციური უნარების,დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდასა და სოციალური უნარების გაუმჯობესებას. აგრეთვე, მშობლების მრავალმხრივი ჩართულობას ინოვაციური მეთოდებით. იმედი ჩნდება იქ, სადაც გისმენ, სადაც სჯერათ, სადაც თითოეულ ნაბიჯს მნიშვნელობა აქვს! ჩვენი გუნდი მზადაა ამ გამოწვევების საპასუხოდ. ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი პროფესიული მხარდაჭერით, თუნდაც პატარა ნაბიჯებით შევძლებთ პოზიტიური ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების გახსნას.“ – ამბობს ნანა მეხუზლა.
ფსიქოლოგი ნონა მუხაშავრია კი აღნიშნავს ცენტრის განსხვავებულ მიდგომებზე და ფართო შინაარსზე. ,, ოზურგეთში გაიხსნა კომბინირებული ცენტრი, სადაც მომსახურებას მიიღებენ როგორც ტიპური, ისე ატიპური განვითარების ბავშვები და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონისთვის. „ინკლუზიური გარემო ხელს უწყობს ემპათიის, სოციალური უნარებისა და ურთიერთგაგების განვითარებას. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ იქნება მხოლოდ ბავშვზე ორიენტირებული — გათვალისწინებულია მშობელთა უშუალო ჩართულობა, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები საჭიროების მიხედვით. ასეთი მიდგომა ქმნის ერთიან მხარდამჭერ სისტემას, სადაც ბავშვი და ოჯახი ერთად გადიან განვითარების გზას.“ – ამბობს ნონა მუხაშავრია
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ მშობლებიც. შთაბეჭდილებები იგრძნობოდა, რომ იყო ამაღლებული. იმედიანი თვალები ბევრს ამბობდა.იყო დადებითი, პოზიტიური შეფასებები. ერთ-ერთი მშობლის, ელენე ხარაიშვილის თქმით, მისი შვილისთვის ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობას უხდის ნანა მეხუზლას და მის გუნდს ამ პროექტის განხორციელებაში. „მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან მომეწონა ცენტრში არსებული გარემო. დარწმუნებული ვარ ჩემი შვილი, რომ შემოვა ამ მყუდრო და მშვიდ გარემოში მოეწონება და უფრო მეტად ჩართული იქნება სხვადასხვა აქტივობებში“ – თქვა ელენე ხარაიშვილმა. |
Developed By Web Features 2026 © All rights reserved



































































