ამ დილით, ოზურგეთში, ერთი კილოგრამი ახალშემოსული თხილი 2,20 ლარი ღირს. სამიოდე დღეა, რაც ახალი თხილის ჩაბარება დაიწყეს და საწყისი ფასი 2 ლარი იყო. ახლა კი ფასი მომატებულია.
კითხვაზე, თუ აქვთ ინფორმაცია, რა ეღირება წელს თხილი, ცირა ქილითფარის, ასევე სხვა დისტრიბუტორების მიმღებ ჯიხურებშიც, გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ ფასი მაღალი იქნება.
_მოგვდის ამბები, ფასი გავარდებაო და ვნახოთ. თმცა, თხილი ძირიანად ხმება და რა ვიცი… _- გვეუბნება ქალბატონი ცირა.
_რას ნიშნავს, გავარდება? ანუ აიწევს ?
_დიახ, მაღალი ფასი ექნებაო, ასე გავიგეთ!
ამ დროისთვის, იბარებენ ასევე შარშანდელ თხილს და ხარისხიანი თხილი, ერთი კგ, შესაძლოა 7-8 ლარად ჩაიბარონ. გააჩნია, გატეხვის შემდეგ, რამდენი კაკალი აღმოჩნდება საღი გულით. ახალ თხილს კი არ ტეხენ-პირდაპირ იბარებენ და ჯერჯერობით, ცოტა შემოდის _ საადრეო ჯიში ვისაც აქვს, აბარებენ ისინი.
ავტორი