ოზურგეთის ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ოზურგეთის ბიუროს ხელმძღვანელთან ქეთევან ვასაძესთან ერთად დაესწრო.
ჩემპიონატი ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა. გამარჯვებულები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved