წუხელ, გურიაში, ოზურგეთში, მთელი ღამის განმავლობაში თავსხმა წვიმა იყო. ქარაშოტმა ძირითადად ელექტრო გადამცემი ხაზები დააზიანა. ამ დროისთვის ბვრ სოფელს(შემოქმედი, გურიანტა, ნარუჯა, კონჭკათი…) შუქი არ მიეწოდება.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოფისში განმარტეს, ძირითადად 35 კილოვატიანის სიმძლავრის ხაზებია დაწყვეტილი.
„გურია ნიუსი“ ენერგო-პრო ჯორჯიას„, აჭარა-გურიის წარმომადგენლობის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაგვპირდნენ ინფორმაციის მალე მოწოდებას, რასაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი