ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა გომისმთაზე, 85 წლის ზურაბ უსტიაშვილს და სოფელ ლიხაურში, მცხოვრებ 88 წლის ლარგო ვასაძეს ეძებენ.
ორივე მათგანი აგვისტოში დაიკარგა და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მათი მოძებნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლარგო ვასაძე მაყვლის საძებნად იყო და მას შემდეგ მის კვალს ვერ მიაგნეს.
რაც შეეხება ზურაბ უსტიაშვილს ის დაბა გომისმთაზე დაიკარგა.
შსს-ს კომენტარს „გურია ნიუსი“ მიღებისთანავე მოგაწოდებთ.
ამავე თემაზე: https://gurianews.com/ozurgethshi-88-tslis-dakargul-mamakatss-edzeben/
https://gurianews.com/gomismthaze-dakargul-mamakatss-edzeben/
































































