ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ე.წ. „ გადამყიდველი “ პირები, მიკროავტობუსებით დადიან და ერთ კილოგრამ ტაროიან სიმინდს ერთ ლარად იბარებენ. შემდეგ კი 1,20 თეთრად ყიდიან ერთ კილოგრამს.
_წელს სიმინდის მოსავლის ისეთი ნაკლებობაა, რაც გურიას, უახლოესი ათწლეულების მანძილზე ნაკლებად ახსოვს. ეს გამოიწვია ფასების უსაზღვროდ ზრდამ. ხოლო მოჩვენებითი დახმარება, აგრობარათებზე ქულების დარიცხვით, რაც მოსახლეობის ნახევარმა ვერ მიიღო, გართულებული პროცედურების გამო, ხვნა-თესვის პროცესში, ისედაც ვერ გაუწევდა სრულფასოვან დახმარებას ვერცერთ ოჯახს, _ გვეუბნებიან ადგილობრივები.
უმეტესობა სოფლებში, სადაც საშუალოდ 300 კომლია, ათიდე ოჯახმა თუ დათესა საყანე ფართობი. ეს კი ძირითადად გამოწვეული იყო საწვავის, ხვნა-თესვის ხარჯის აქამდე გაუგონარი სიძვირით.
ახლა ოზურგეთში ერთი კილოგრამი დაფშვნილი, ხარისხიანი სიმინდი, ერთი კგ 3 ლარი ღირს. სიმინდის ფქვილი კი _ 4, 50 _ 5 ლარი, ერთი კილოგრამი.
ავტორი