ოზურგეთში მცხოვრები დალი აბაშმაძე, როგორც თავად გვიყვება, ახლახან ძაღლმა დაკბინა.
-ამ უპატრონო ძაღლების გადამკიდე, რას ფიქრობს ეს ხელისუფლება, არ ვიცი. სულ ძაღლებზეა ლაპარაკი და მე უკვე მესამედ მიკბინა. დღესაც ექიმთან ვიყავი, შრატი კი გავიკეთე, მაგრამ ეს მშველის? კი მაინც სულ არ ვაჭმევდე და ვეფერებოდე. ხმას რომ მთხოვენ წამდაუწუმ საარჩევნოდ, მთავრობას გადაეცით, რომ მე ამ ძაღლების მიხედვას ვითხოვ, – ამბობს ის.
დალი აბაშმაძე ოზურგეთის ბაზარში მუშაობს. იქვე ახლოს თაყაიშვილის ქუჩაზე, ბჟუჟის ხიდთან ცხოვრობს და საღამოს, შინ მიმავალს უკბინა თეთრი ფერის ძაღლმა. ამბობს, რომ ეს ძაღლი ახლაც იქაა. ბჟუჟს ხიდის სიახლოვეს ათევს ღამეს.
_რამდენიც გინდა, დარეკე და იხმე საშველად , ვინ გაქცევს ყურადღებას. მე რომ ფეხი გავუქნიო უბრალოდ მაგ ძაღლს, შავ დღეს დამაყრიან. თვითონ კი ლამის ფეხი მომჭამა, – გვითხრა ქალბატონმა დალიმ.
ავტორი