ოზურგეთში, დოლიძის ქუჩის 13 ნომერში, ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი მთლიანად გადახადა. კორპუსის წინ მდებარე რამდენიმე ავტომობილი კი დაიმსხვრა. ამ შენობაში მდებარეობს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიც.
ადგილზე წუხელვე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე.
“ჯერჯერობით უნდა გავწმინდოთ ტერიტორია, აღვწეროთ ზარალი და რაც შეიძლება მალე უნდა ვეცადოთ მასალის შესყიდვა. სახლი სასწრაფოდ უნდა გადაიხუროს. ბედნიერებაა, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია”,_ განაცხადა “გურია ნიუსთან” საუბრისას ნიკა ბოლქვაძემ.
ავტორი