ოზურგეთში ეპიდვიტარება ისევ მზარდია. გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 9956 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8949 პაციენტი, გარდაცვლილია 83.