დღეისთვის, ოზურგეთში, ახლადშემოსული თხილი, ერთი კილოგრამი სამი ლარი ღირს.
როგორც თხილის სარეალიზაციო პუნქტებში ამბობენ, ერთი კვირაა, რაც მიღება დაიწყეს.
_ერთ კილოგრამს სამ ლარად ვიბარებთ. ჯერ არც გატეხვით შემოწმებაა და არც სხვა საზომი. ვნახოთ, მერე რა იქნება, _გვეუბნებიან თხილის მიმღები ოპერატორები.
როგორც ცნობილია, წელს გურიაში თხილის განსაკუთრებული მოსავალია.
_ასეთი მსხმოიარე თხილი ნაკლებად გვახსოვს. იძახდნენ, ფასი არ ექნება, ბევრი ასხიაო მაგრამ შუა ივლისის პირობაზე, იცოცხლე, კაი ფასია. არ ირჩევა კარგად, მაგრამ კრეფენ ნედლად და ძალით ფცქვნიან, ატყავებენ კვერნასავით, – ოხუნჯობენ გურულები, თან საკუთარ ანალიზსაც არ იშურებენ: „არაა ახლა აგი მაფიოზობა? გამხმარ, გარიჩხინებულ თხილს ურახუნებენ ჩაქუჩს, დაფშუკული არ იყოსო. ახლა კიდე „სუნკიანად“ წაგიღებენ, ოღონდ ეს ჯერ კიდევ მწვანე თხილი ჩაიბარონ. ვინ გეკითხება, როგორია? მარაა , ყოლისფერი სასწაული ხდება ცვენ საცოდავ ქვეყანაში“…
ავტორი: მარინა ჩიხლაძე