დღეს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, ოზურგეთში აქცია”ერთობის ჯაჭვს საქართველოსთვის” გაიმართა. უამინდობის მიუხედავად აქციის მონაწილეები შუადღის სამი საათისთვის შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილები ჩვენთან საუბრის დროს აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია.
ირმა გორდელაძე, აქციის მონაწილე: ერთად უნდა დავდგეთ, გადავდოთ გვერდზე არა სიმპატიები, რაღაც დაპირისპირებები, ერთ მუჭად შევიკრათ და ყველაფერს ეშველება. ეს აქცია არის კიდევ ერთი გაფრთხილება ხელისუფლებისადმი.
ვატო სურგულაძე, აქციის მონაწილე: დღევანდელი ჯაჭვი საქართველოს, ყველა რაიონში, იმის მიმანიშნებელი ჩვენ არ დავნებდებით. გავაგრძელებთ, აი, ამ ჩვენ სამართლიან მოთხოვნას, დაინიშნოს ახალი არჩევნები და მოხდეს იმ 500 ადამიანის გათავისუფლება, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებულები.
ლევან მჟავანაძე, აქციის მონაწილე: მე ვფიქრობ რომ დასაცავია ქვეყანა და მე სოლიდარობას ვუცხადებ იმ ახალგაზრდებს, რომელიც რამდენი დღეა დგას ქვეყნის სადარაჯოზე. ყველას მოვალეობაა, რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება. თუ ჩვენ გავჩუმდებით ხვალ აუცილებლად გავიღვიძებთ საბჭოთა კავშირში.
აქცია სამოქალაქო მოძრაობის „თავისუფლებისთვის“ ორგანიზებით გაიმართა.
ავტორი