ოზურგეთში, ევროკავშირის მხარდაჭერით, გიორგი ქველიძის დოკუმენტური ფილმის, “მე და ევროპა” ჩვენება-დისკუსია გაიმართა.
საინფორმაციო კამპანიის “მე და ევროპა” ფარგლებში, მედიის განვითარების ფონდი (MDF) აღნიშნული ფილმის ჩვენება-დისკუსიას თბილისსა და საქართველოს 8 რეგიონში მართავს: კახეთი (ყვარელი), სამცხე ჯავახეთი (ახალციხე, ახალქალაქი), ქვემო ქართლი (მარნეული), იმერეთი (ქუთაისი), აჭარა (ბათუმი, ხულო), გურია (ლანჩხუთი) და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე (ამბროლაური).
ფილმი აგებული იყო ოთხ ადამიანურ ისტორიაზე, რომელიც თავისთავში მრავლფეროვნებას, დემოკრატიას, თავისუფლებას და თანასწორობას აერთიანებდა.
ასეთი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ჯერ მოხდა ოთხი ფილმის ჩვენება, რომელსაც მოჰყვა საინტერესო დისკუსია. ამ ფილმების ჩვენების დროს კარგი საფუძველია ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების შესახებ საუბარი.“ – თქვა შეხვედრის დროს ლაშა ბაქრაძემ.
ღონისძიება ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.