დღეს, ოზურგეთში სამკუთხა პარკში, ოზურგეთის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ევროკლუბების და გურიის მობილური ახალგაზრდული მუშაკების ჩართულობით ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფროსის ლალი სიჭინავას თქმით, ევროპის დღეების ფარგლებში ოზურგეთში დაიდგა საინფორმაციო სტენდი, ჩატარდა სპორტული აქტივობები, მოეწყო გასართობი სივრცე და კვების ობიექტები.
ირაკლი პაპავა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმომადგენელი გურიის რეგიონში: „საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ უკვე მეთერთმეტედ აღნიშნავს საქართველოში ევროპის დღეებს. ევროპის დღეების აღნიშვნა რა თქმა უნდა ძალზე მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დღეების ფარგლებში კიდევ ერთხელ ექცევა და მახვილდება ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას ალტერნატივა არ აქვს. მსგავსი სახის ღონისძიებები ემსახურება ერთ რამეს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ევროკავშირის და ნატოს შესახებ.
ევროპის დღის აღნიშვნა ოზურგეთში რამდენიმე დღის დაგვიანებით მოხდა. როგორც ღონისძიებაზე გავიგეთ ამის მიზეზი უამინდობა იყო. ევროპის დღისადმი ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
ავტორი