პრემიერ მინისტრის ინიციატივით, დღეს ოზურგეთში ღვინის ფესტივალი – “ღვინის დღეები საქართველოში” გაიმართა, რომელსაც გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღვინის დღეების ფარგლებში სამკუთხა სკვერში დაიწურა ყურძენი;
მოეწყო ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა; ღია კაფეტერია; ქართული სუფრა და ფოლკლორი. ჩატარდა თიხაზე ძერწვის მასტერკლასი და სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა ჩვენი მეწარმეებისთვის – წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური პროდუქცია და პოპულარიზაცია გაუწიონ გურულ ღვინოს.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს და ადგილობრივ მეწარმეებს ფესტივალში მონაწილეობისა და დასწრებისთვის!”- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ. ფესტივალი ანსამბლ ,,აფხაზეთის” კონცერტით დასრულდა.