ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევები მატულობს. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული 325 ტესტიდან 42 დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. 19 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მაია ქუტიძის თქმით ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 134 შემთხვევა.
134 კოვიდპაციენტიდან 40 კოვიდკლინიკაში, 53 საკარინტინე სივრცეში, ბინაზე კი 41 პაცენტი მკურნალობს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებელია მოქალაქეებმა ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა ხალხმრავალი ადგილები ქუჩაში, პარკები და ა.შ.