ოზურგეთში ბოლო კვირის ინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური დინამკა მზარდი რჩება. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ კი დადასტურებულია ინფიცირების 7816 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 7049 პაციენტი, გარდაცვლილია 78. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 689 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 141, საკარანტინე სივრცეში 221, ბინაზე კი 327 პაციენტი მკურნალობს. თვითიზოლაციაში კი ინფიცირებულებთან კონტატქში მყოფი 39 პირია.
[sexy_author_bio]