ოზურგეთში ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 16 შემთხვევა, საიდანაც 11 სტაციონარში, 2 საკარანტინე სივრცეში, 3 კი ბინაზე მკურნალობს.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 4419 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4339 ადამიანი, გარდაცვლილია 64.