ოზურგეთში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი მატულობს. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 4600 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4468 ადამიანი, გარდაცვლილია 65. აქტიურია ინფიცირების 67 შემთხვევა.