ოზურგეთში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 24352 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 24215, ხოლო გარდაცვლილია 96 პაციენტი.