სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს გზების, ხიდების და წყლის სისტემების მშენებლობა. დაბა ურეკში დასრულდა ბულვარის კეთილმოწყობა. აღნიშნული პროექტები ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება,“- განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს:
• სოფელ ლიხაურის წყლის სისტემის მოწყობა – პროექტის ღირებულება – 493 869.ლარი – პროექტი ფინანსდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
• სოფელ სილაურში, მდ.რობაზე ხიდის სამშენებლო სამუშაოები – პროექტის ღირებულება – 428 342.77 ლარი – პროექტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
• სოფელი დვაბზუში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები – პროექტის ღირებულება – 590 467 ლარი – პროექტი ფინანსდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
• ქალაქ ოზურგეთში, ანასეულში შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები -პროექტის ღირებულება – 969 872.98 ლარი — პროექტი ფინანსდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დასრულდა:
• სოფელ ვაკიჯვარში, მდ. ნატანებზე ახალი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები – პროექტის ღირებულება – 1 010 052.41 ლარი პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
• დაბა ურეკში, ბულვარის მშენებლობა – პროექტის ღირებულება – 3 176 919 ლარი – პროექტი დაფინანსდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.
(R)