ოზურგეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„რეაბილიტაცია უტარდება ჭავჭავაძის, დოლიძის, ბოლქვაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს. ხდება გმირთა მოედანზე მემორიალის მოწესრიგება. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან ერთად ვიწყებთ ინოვაციური პროექტის – Street Art-ი ოზურგეთისთვის განხორციელებას, რომელიც გულისხმობს ძველი შენობების ფასადების და კედლების მოწესრიგებას, მოხატვას თემატური გრაფიკული ნახატებით. ოზურგეთის სახელით, მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ – მინისტრს და მთავრობას,“- აღნიშნა, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
პროექტები საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
(R)