ოზურგეთის ბაზარში, ოროდე დღეა, დახლებზე თუ პირდაპირ ვედროთი დადგმული, ქაფშია გამოჩნდა გასაყიდად.
_„ხამსა“ რვა ლარად, აბა, ინებეთ, რჩეული, დიდები და კარგები,_ გაისმა დილაადრიან.
_რა ამბავია, სულ არ შევჭამ, ვისაც მოენატროს…_ შეეპასუხა მომხმარებლის ხმა.
გამყიდველმაც მაშინვე დააწია პასუხი, შარშანაც ას ღირდა და იაფიცაა. გაიხედე, შარშანდელი ფასი რომელ პროდუქტს აქვს, ყველაფერი გაძვირებულიაო.
თუმცა, შარშან გარჩეული და საყიდლად გამზადებული „ხამსა“, იგივე ქაფშია ღირდა ერთი კილოგრამი 8 ლარი. გაურჩეველის ფასი კი 5-6 ლარი იყო პირველ ეტაპზე. მერე ცოტათი დაიკლო.
ასე რომ წლევანდელი ფასი კიდევ უფრო მაღალია და „ხამსა“ პურს თუ ზეთს არ ჩამორჩა გაძვირების თვალსაზრისით.
ავტორი
































































