ოზურგეთის ბაზარში, როგორც მოვაჭრეები ამბობენ, „ხამსას“ სეზონი განახლდა.
_გამოილია ღვეზელი და ღორის ხორცი. ათი დღე „ხამსა“ არ გამოჩენილა ბაზარზე და იყიდეთ, ჰა, გეისოლეთ პირი, – ხუმრობენ ქაფშიით სავსე გობებთან დამჯდარი ქალბატონები. ისინი საულდაგულოდ აცლიან თევზებს თავებს და გარჩეულს, ერთ კილოგრამს, 6 ლარად ყიდიან.
_რა ამბავია ექვსი ლარი, შენ დეიჭირე და ჩამოზიდე? – არცთუ ხუმრობით ბრაზობენ ყიდვის მსურველები.
_ა, ბატონო, გუურჩეველი იყიდე ნაკლებად.
_რა ღირს ეგ შენი გაურჩეველი?
_გაურჩეველი? მოვიფიქრებ…- ყოყმანობს ერთი ქალბატონი _ მოგცემ ერთ კილოგრამს , ასე, სამნახევრად ან სამ ლარად…
_ ეგაა მოფიქრებული? როდის დააზუსტებ? ისევ გარჩეულს ვიყიდი, ნახევარ კილოს და მოგებული გამოვალ. ისე აგლეჯ ამ თავებს, წონის ნახევარს კი წაიღებს…
_წეიღე თავიანად, ბატონო და შენ წააგლიჯე, რავა დამადექი ამ დილას ყასაბივით…
ასეთი დიალოგის მონაწილეები, საბოლოოდ ჩხუბის გარეშე ზავდებიან და მაყურებელს უფრო მეტს იძენენ იქვე, ვიდრე ერთი ფულს და მეორე-თევზს.
ავტორი