დღეს, დილაადრიან, ოზურგეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო პლაკატები, არაერთგან ჩამოხეული იყო.
მეეზოვეები და მეთხილეები ამბობენ, რომ დღის სინათლით არავინ დაუნახავთ.
_ერთ პატარა ბიჭს კი მოვკარი ზურგზე თვალი. უცებ ჩამოხია და ელვასავით გავარდა, _ გვითხრა მეეზოვემ, ნატაშა მიხაილოვამ.
_ჩვენ რა ვიცით, ვინ ჩამოხია? ასე დაგვხვდა უთენია. ვინ ჩამოხევს, ახლა? ნორმალური ადამიანი არცერთ ფოტოს არ ჩამოხევს, არც პოზიციის და ოპოზიციის. გაივლის და წავა. პაწე ბიჭები დარბიანო, ამბობენ. მისცემდა ვინმე ფულს, ჩამოფხრეწს და გაიქცევა. ფოტომ რაფერ უნდა შეგაშინოს, ისე, ა? მაგის დარდი გვაქვს , ახლა, ვინ ხევს და ვინ აკრავს? თხილი ჩაგვაბარეთ ახლა, ჩვენ მაგ საქმეს ვყარაულობთ, _ ხუმრობით გვითხრეს მეთხილეებმა.
[sexy_author_bio]