ოზურგეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 4531 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4420 ადამიანი, გარდაცვლილია 64. აქტიურია ინფიცირების 47 შემთხვევა.