ოზურგეთში ამ დროისთვის კოვიდინფიცირების 100 შემთხვევაა აქტიური. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 14, ბინაზე კი 86 მკურნალობს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, გასულ 24 საათში ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი სულ გამოვლენილია კორონავირუსის 24069 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23873, გარდაცვლილია 96.