ოზურგეთში ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 21606 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21434 პაციენტი, გარდაცვლილია 96. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 71 შემთხვევა, პაციენტებიდან 29 კოვიდკლინიკაში მკურნალობს.