ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის დარბაზში მასწავლებელთა საგანმანათლებლო რიგით მესამე კონფერენცია „ასწავლე და გააზიარე“ გაიმართა.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილი თქმით, კონფერენციაში აქტიურად ჩაერთო ოზურგეთელი მასწავლებლები.
“კონფერენციის ჩატარების მიზანი გახლავთ საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისთვის. 40-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში და აქედან გამომდინარე, ამდენივე საინტერესო თემა იყო წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, როგორც გასულ წლებში აღნიშნავენ პედაგოგები, მიაქვთ აქედან კონკრეტული აქტივობები აქტივობები, რომელსაც სასწავლო ოთახში გამოიყენებენ. ეს არის ამ კონფერენციის გამარჯვება და ყველაზე მთავარი მიზანი”.
მისივე თქმით, ორ კვირაში კიდევ ერთი კონფერენციის ჩატარება არის დაგეგმილი. სადაც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მასწავლებლები.
„გურია ნიუსთან“ საუბრის დროს სოფელ ლიხაური საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლეილა ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვის.
“მე წარმოვადგინე პროექტი – ქართული დამწერლობის წიაღსვლა. ეს პროექტი მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად განვახორციელე. როგორც მოგეხსენებათ მეათე კლასში ისწავლება ძველი ქართული ლიტერატურა და ბავშვებს რომ უფრო მეტი ინტერესი გასჩენოდა ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ არაერთი აქტივობა ჩავატარე. ბავშვებმა დამატებით ინფორმაცია მოიძიეს ენციკლოპედიებში, ბიბლიოთეკებში და ინტერნეტში მუშაობდნენ. ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მსგავსი კუთხით მიდგომა, რადგანაც მშრალი, თეორიული მასალით ბავშვის დაინტერესება არ ხდება”.
გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მასწავლებელმა ხათუნა რუსიეშვილმა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა:
„ამ შემთხვევაში ვარ მსმენელი. ძალიან კარგი პრაქტიკაა ეს კონფერენცია, იმიტომ, რომ ერთმაგამოცდილების გაზიარება ყველას გვჭირდება. ასეთი თანამშრომლობითი შეხვედრები და კონფერენციები თითოეული პედაგოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.
რიგით მესამე კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცა.
„ასწავლე და გააზიარე“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზატორობით ჩატარდა.
ავტორი